ქვეყანაში ძალმომრეობა დაიწყო სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობით და გაგრძელდა 2012 წლამდე. და რითი დასრულდებოდა ეს ყველაფერი? აქ მსხდომი მეგობრებიდან საქართველში არცერთი არ იქნებოდა ან ციხეში ვიქნებოდით ან ცოცხლები არ ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩაუდგა საერთო სახალხო მოძრაობას და ყველაფერი დაგვირგვინდა გამარჯვებით, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„7 ნოემბერი საკმაოდ მძიმე დღე იყო საქართველოს ისტორიაში და მე ამ ყველაფრის თანამონაწილე ვარ, ყოველი წუთი მახსოვს, საიდან დაიწყო, როგორ განვითარდა და დასრულდა ეს ავბედითი დღე. როგორ გაიმეტა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეები, ადამიანები რომლებიც შიშველი ხელებით იდგნენ თბილისის მოედნებზე და არა მარტო დედაქალაქში, არამედ ბათუმშიც საკმაოდ დიდი უბედურება დააწია სააკაშვილმა ადამიანებს. გაზით გაგუდა ახალგაზრდები, სტუდენტები რომლებმაც 8 ნოემბერს თავი შეაფარეს ბათუმის უნივერსიტეტს, ესეც გასახსენებელია. ეს ძალმომრეობა მაშინ მოედო სრულიად საქართველოს და გაგრძელდა შემდეგ დღეებშიც. და ერთ რამეს ვიტყვი, 7 ნოემბერი ეს არაა ერთი თარიღი, მანამდეც იყო საშინელი ძალმომრეობის ფაქტები. მას მერეც არის უამრავი ფაქტი, ჩემი თანამებრძოლების წამების, სასტიკად ცემის, რომელიც დღემდე გაუხსნელია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
კომენტარები