ხარაგაულის სოფელ ხუჯეიში იტალიიდან დაბრუნებული ქალი, უარს ამბობს კარანტინში მოთავსებაზე.
როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, ქალი საქართველოში ქმრის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა. ის ხალხისგან სამძიმარსაც იღებდა.
„საკარანტინო მე არაფერი მჭირს და განათლებას მოსახლეობას მე ვერ ჩავუნერგავ. კორონავირუსი გაუგიათ, მაგრამ მისი მნიშვნელობა არ იციან. ვინც არ უნდა მოვიდეს, მე არ გადავალ კარანტინში!“, – ამბობს იტალიიდან დაბრუნებული ქალი.
მეზობლები კი ამბობენ, რომ ისინი შეშინებულები არიან.
„გამგეობასაც ვთხოვეთ, რომ ამ საქმისთვის მიეხედათ. მოსახლეობას შეეშინდა, ზოგი არ მივიდა სამძიმარზე. მე ჯანმრთელობის საკითხზე საზღვარზე შემამოწმესო. ამტკიცებს ჯანმრთელი ვარო და მე არაფერი არ მჭირს საკარანტინოო“, – ამბობს მეზობელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინის რეჟიმში 245 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58 პაციენტი იმყოფება.
კომენტარები