საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებენ.
პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატების მთავარი მოთხოვნაა, დაუყონებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
“ჩვენ, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
ჩვენ ვიბრძოდით და დღესაც ვალდებულად ვთვლით თავს ვიბრძოლოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
- ნემო ბურჭულაძე
- მედეა თუშმალიშვილი
- ნოდარ ნონიაშვილი
- ბეჟან ჯავახია
- ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე
- რევაზ კემულარია
- თენგიზ ჩაჩავა
- გოგი ჩიქავა
- ზურაბ გუჩუა
- ველოდი მირცხულავა
- ვახტანგ ცაგარეიშვილი
- ჯემალ შონია
- ზურაბ ძოწენიძე
- ემზარ გოგუაძე
- გია მამფორია
კომენტარები