,,დროას” ლიდერის გადაწყვეტილება მისმა თანაგუნდელმა, ნინო გოგუაძემ, გაასაჯაროა:
“ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის გადაყვანა ციხიდან, არ ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას და პირიქით კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.
ელენე აგრძელებს შიმშილობას მანამდე, ვიდრე არ იქნება უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სანამ არ დაადასტურებს სახალხო დამცველი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მანამ არ შეწყვეტს შიმშილობას. ელენეს სიცოცხლეზეც ,,ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი.”
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლანის მე 18-ე დაწესებულებაში არსებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები