ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
„ამ წუთებში, იმედის ეთერში, იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს.
ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან.
ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რო ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს არ უნახავს პირადად. ჩვენი ეჭვების გასაფანტად, ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას.“
კომენტარები