ეკა კვესიტაძე სოციალური ქსელით ელენე ხოშტარიას მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს:
„ელენე, ჩემო ძვირფასო მეგობარო, წინასწარ ბოდიშს გიხდი ამ პოსტისთვის, მაგრამ არ შემიძლია, რომ ასე, საჯაროდ არ მოგმართო. დღეს ჩვენ ვუპირსპირდებით რეჟიმს, რომელიც ყოველდღიურად ათობით ადამიანს კლავს და უკვე ათასობით შეიწირა, რეჟიმს, რომელიც ახლა, ამ წუთებში საქართველოს მომაკვდავ პრეზიდენტს კრიმინალების გინებას ასმენინებს, რეჟიმს, რომელიც წარბშეუხრელად კლავს უბრალო ადამიანსაც და ქვეყნის მესამე პრეზიდენტსაც და რომელსაც არაფრად უღირს არც შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ელენე, ჩემო მეგობარო, შენ უამრავი ადამიანის, უამრავი ახალგაზრდის შთაგონების წყარო ხარ – შენი სიმამაცით, წესიერებით, სამართლიანობით, ღირსებით და დაუღალავი ბრძოლით. დღეს შენი ენერგია ყველაზე მეტად გვჭირდება. ნუ დაგვტოვებ ამ ბრძოლაში შენს გარეშე – შენი აქტიურობა ახლა ბევრად უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ამ მორალურად ბოლომდე გახრწნილ, გადაგვარებულ, წმინდა ბოროტების სახით წარმოდგენილ რეჟიმს, ვიდრე შენი დაულურებით. გვჭირდები, ძალიან გვჭირდები !!“
კომენტარები