უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“შეშფოთებულები ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანით. მოვუწოდებ ქართულ მხარეს რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანოს სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ის აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს
ამ ეტაპისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, ის უკვე 39 დღეა შიმშილობს.
კომენტარები