გიორგი ჯავახაძე, ალია
როცა მიშას საქართველოში ყოფნაზე გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე ადამიანმა თქვა – 23 ნოემბერს დაუმიზნებს ეგაო და მოდი სიმართლეს გაუმარჯოს, რა 23 ნოემბერი, მანამდე 2 თვეაო, არ არსებობსო, ვუთხარით. დღეს, მიშას მომხრე რამდენიმე ადამიანი ღიად წერს უკვე, 23 ნოემბერს მიშასთან ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებასო და ეს ცარიელი სიტყვები სულაც არაა, ენმ-ის მხარდამჭერებში კულუარულად, გეგმის დეტალები ვრცელდება. რასაკვირველია, ვერ ვადასტურებთ ამ გეგმის სინამდვილეს, გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, რომელიც მასთან ერთად იყო უკრაინაში, გვიყვება:
– მიშა 23 სექტემბერს შეხვდა ევროპელ პარტნიორებს, სწორედ მათგან მიიღო გარანტიები…
– როგორ? ევროპარლამენტარებმა ეს გარანტიები ღიად უარჰყვეს.
– ამერიკამ ხომ არ უარყო? იმიტომ რომ ამერიკას არ გაუცია მსგავსი დაპირება და გარანტია, ეს გარანტია სწორედ დასავლეთისგან მიიღო მიშამ, ამიტომაც უარყოფენ, რომ გავრცელდა ამ გარანტიებზე ხმები. მეტსაც გეტყვით, იგი ევროპაში გამართული შეხვედრებიდან წამოვიდა ხელმოწერილი, ფურცელზე დაწერილი და ხელმოწერილი გარანტიით, რომ მას ციხეში არავინ მიატოვებდა. ამერიკამ არ მისცა მყარი გარანტია, ამერიკისგან მიშამ წამოიღო ერთადერთი დაპირება – შეხედავენ და თუ მოახერხებს იმის გაკეთებას, რასაც ამბობს, მერე ჩაერევიან.
ამერიკელებმა მიშას პირდაპირ უთხრეს, რომ ის არ არის ბოლომდე კონტროლირებადი და იმ შემთხვევაში, თუ მიშა ქვეყანაში შემოსვლისთანავე დაიწყებდა არეულობის მოწყობას, ამერიკა ხელს დაიბანდა. ეს მოთხოვნა იყო დასავლეთისგანაც – მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მომდარიყო ხელისუფლების ცვლილება. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს ამერიკელებისგან, მეც კი არ მქონდა იმედი, რომ მიშა იმას გააკეთებდა, რასაც აკეთებს, ჩამოვიდოდა, არ შეკრებდა ხალხს, ჩაბარდებოდა, დააჭერინებდა თავს, ჩაჯდებოდა ციხეში, იშიმშილებდა, დაელოდებოდა მერე ტურის ჩატარებას და ისე მართავდა პროცესებს, როგორც აქამდე მართავს, დაპირისპირების გარეშე.
ახლა მიშამ უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ მას ისევ, მეორედ შეუძლია ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლა – ეს არის მისი მთავარი მიზანი და სხვა მიზანი აქვს ოცნების მაღალჩინოსნების აგრესიულ ფრთას, მათ პირიქით, სურთ მსოფლიოს აჩვენონ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სისხლით უნდათ მოსვლა, თითქოს სადღაც შეიარაღებული ხალხი ჰყავთ გადამალული და ხელყუმბარებით დადიან ქუჩებში. ახლა ნაციონალური მოძრაობა ბომბზე მართლა ზის, მაგრამ ეს ბომბი ოცნების და რადიკალი ნაციონალების დადებულია, რადგან, ტყვია თუ გავარდა, პირველ რიგში, დასავლეთის და ამერიკის დახმარების იმედი დაიკარგება.
თუმცა, პირველი ეტაპი უკვე გავლილია, დასავლეთს უკვე დაუმტკიცა მიშამ, რომ მას გეგმის შესრულება შეუძლია და ამის საბუთი ქვეყნიდან უკრაინის სახალხო დამცველმა წაიღო. ამიტომ იყო ჩამოსული იგი საქართველოში. სხვათა შორის, მე „ქართულ ოცნებას“ ბევრ რამეში ვდებ ბრალს, მაგრამ თუ გახსოვთ, გორდონი რომ მიაბრუნა ქვეყნიდან – ეს ნამდვილად არ იყო „ოცნების“ ბრალი – გორდონი ზარს ელოდა, ის ელოდა ზარს სწორედ ამერიკის მხარისგან, არც მაშინ და არც მერე ამერიკას ამაზე მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია, რადგან, სწორედ ამერიკამ და დასავლეთმა თქვა უარი გორდონის, როგორც რადიკალიზმის მომხრის შემოსვლაზე საქართველოში. გორდონი ტემპერატურას მაღლა აწევდა და დადგებოდა იმის საფრთხე, რომ ტყვია გავარდნილიყო.
– და აბა, რისი იმედი აქვთ?
– ორშაბათს დიდი აქციაა დაანონსებული, ამ აქციის დროს გადაიკეტება თავისუფლების მოედანი და დაიდგმება კარვები, იქნება სხვადასხვა სიურპრიზები… ორშაბათს, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ამერიკიდან ჩამოდის რამდენიმე ადამიანი, ისინი არ არიან ამერიკელები, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია და არიან მიშას ახლო გარემოცვის წევრები, ამერიკა უკვე ჩაერთო მოლაპარაკებებში და როგორც ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ მიშამ შეასრულა მიცემული პირობა და ახლა მათი პირობის შესრულების დრო დადგა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ციხეში თუ რამე მოხდება, ან მოხდა, გინდ ხანძარი გაჩნდება, თუ ბუნტი – ამაში ნაციონალების ხელი არ იქნება გარეული, რადგან, მათ მიცემული აქვთ მკაცრი დირექტივა, რომ მშვიდობიანი გზით უნდა სცადონ ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ სურთ საავადმყოფოში მიშას გადაყვანა. საავადმყოფოდან ნებისმიერ დროს შეიძლება ექიმმა „გამოიტანოს“ ინფორმაცია, რომ მიშას არ მკურნალობენ შესაბამისად, ან მისი მდგომარეობა მძიმეა, მერე კლინიკასთან ზღვა ხალხი მივიდეს და „გამოიყვანონ“ – ეს მისაღები სცენარია დასავლეთისთვის, ისევე როგორც სცენარი, რომ მიშა გაათავისუფლონ საავადმყოფოში გადაყვანის მომენტში, მაგრამ ციხეზე თავდასხმა სხვა სახის დანაშაულია, იქ სხვა პატიმრებიც არიან, ციხე სახელმწიფოებრიობის სერიოზული ინსტიტუტია და მასზე თავდასხმის ნებართვას არც ამერიკა და არც დასავლეთი არ გასცემს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 23 ნოემბერს მოხდება ხელისუფლების გადაბარება.
– გინდათ თქვათ, რომ 23 ნოემბერს გამოვა მიშა ციხიდან?
– რატომ პირდაპირ 23 ნოემბერს? შესაძლებელია 23 ნოემბრამდე. მეტს ამ თემაზე ვერ გეტყვით.
მაგრამ, 23 ნოემბერს ელოდებიან, რომ მთავრობა გადადგება, როგორც 7 ნოემბრის მერე გადადგა მიშა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ახლა მთავარია, მთავრობა გადადგეს უსისხლოდ! ვადამდელ არჩევნებამდე ქვეყანას მიიყვანს დროებითი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტდება ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან. ერთი რაც ზუსტად ვიცი, გაზაფხულამდე ვადამდელი არჩევნები ვერ იქნება.
კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ ყველაზე დიდი ფიგურა ამასობაში, ოცნების იმ ნაწილში, რომელიც ხელისუფლებაში რაღაც დოზით დარჩება, კახა კუჭავა, დიახ, კუჭავა იქნება ოცნების დარჩენილ გუნდში წამყვანი ფიგურა, იგი ერთადერთია ამ მომენტში ქართული ოცნების გუნდში, რომელსაც დასავლეთშიც და ამერიკაშიც ჰყავს მეგობრები, ამიტომაც ცდილობს ზედმეტად ბევრი სისულელე არ ისაბროს, მან იცის, რომ მომავალშიც გარანტირებული აქვს მთავრობაში ადგილი, თუ ამ პერიოდს მეტ-ნაკლებად მშვიდად გადააგორებს. თავისი ადგილი ექნება გახარიასაც. ყველა პატარა პარტიას ექნება შანსი, თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი შანსი ექნება შალვა ნათელაშვილსაც კი, რადგან, როცა ოცნება აღარ იქნება, ის ხალხი, რომელსაც აღარც ოცნება უნდა და არც ნაცები – ხმას სწორედ პატარა პარტიებს მისცემენ. და ე.წ. შუაშისტების რიცხვი, ოცნების მთავრობის გადადგომისთანავე გაიზრდება, პოლარიზაციის შემცირებისთანავე, ნაციონალური მოძრაობა იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, ვიდრე ახლა მიიღო – ამასთან ერთად, შემცირდება ზეწოლა, ოცნებას აღარ ექნება დაშინების ბერკეტი და ნაცებს, ჯერ კიდევ არ ექნებათ ეს ბერკეტი ხელთ ჩაგდებული, ამიტომ, პატარა პარტიები თუ ჭკვიანად მოიქცევიან, მათ რეალური შანსი აქვთ ხმები მიიღონ.
– მიშას რამდენიმე მომხრემ ღიად დაწერა, 23 ნოემბერს ღვინოს დავლევთ მიშასთან ერთადო – როგორც ჩანს, ამ გეგმის შესრულების იმედი ბევრს აქვს…
– ხო, ნუ, ზოგი 23 ნოემბერს ღვინოს დალევს და ზოგი ჩაის…
კომენტარები