შეაჩერე კორუფციას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი კოვზით ზიარებას თუ რამე კავშირი აქვს ვინმეს რწმენასთან და დარწმუნებულია, რომ არაფერი დაემართება, ამის ანალიზს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ რა იცის კორონამ ამ შეზღუდვის შესახებ, ამას დაახლოებით ვხვდები.
კორონა აზრზე არ არის, რომ ვიღაცა ნაზიარებია და იმას კლანჭი არ უნდა გამოსდოს.
მერე ეს ნაზიარები რომ გამოვა გარეთ და თვითონ გამოსდებს ვინმეს კლანჭს, ამასაც დაახლოებით ვხვდები…
გამოდის, რომ ან ვინმეს რწმენის ხარისხზე ვართ დამოკიდებული, ან იმბეცილიზმი ისე აგვერია რწმენაში, საერთოდ დავეშვით ყველა რელიგიის ქვემოთ და არ გამიკვირდება, თუ მალე ქალწულთა და ყმაწვილთა მსხვერპლშეწირვამდეც დავალთ….
ვისაც ისეთი ხარისხის რწმენა აქვს, რომ ჩემი სიტყვები მკრეხელობად მოეჩვენება, შეუძლია გასქუროს ჩემი ფრენდლისტიდან.
დიდი ალბათობით, დავირუსებული იქნება უკვე და ზომბები მე ვირტუალურ სივრცეშიც არ მჭირდება!
ბიდლოს ვერც რწმენით ვიტან და ვერც ურწმენოდ!”
კომენტარები