“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს:
“კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი – წარუმატებელი მცდელობააა. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, ვერც ერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებენ კანონის შესაბამს უმკაცრეს პასუხს. ჩიხში შესული რადიკალების დაჯგუფებაში დღემდე არ წყდება საუბარი რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.
ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.
ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, გაუთქმელობის დათქმით და ისედაც, გვინდა ეს წყარო შევინარჩუნოთ, რომ მომავალშიც მივიღოთ ინფორმაცია.
მოვუწოდებ ყველას სიფრთხილისკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებ!”
კომენტარები