კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, რადგან შიდა გადაცემა ჯერჯერობით არის ერთეული და არ ფიქსირდება მესამეული და მეოთხეული გადაცემა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სპეციალისტები თვლიან, რომ როდესაც ინფექციას მეოთხე პირი სხვას გადასცემს, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
კომენტარები