CT-ს აპარატის მონტაჟს ციხის საავადყოფოში ჯერ კიდევ ვერ იწყებენ. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ CT-ს ძველი აპარატი გლდანის ციხეში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს. აპარატი ისე გადაიტანეს, რომ რესპუბლიკური სავაადმყოფოს დირექტორს, ლევან გოფროძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. გოფროძე “პირველებთან” თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მათი კლინიკიდან აპარატი არ გადაუტანიათ, თუმცა მოგვიანებით აპარატის კლინიკიდან გადატანის ფაქტი ისევ თავად დაადასტურა.
დამონტაჟება დაიწყო დაახლოებით 2 კვირის უკან, პირველ რიგში საჭიროა ოთახის მომზადება რადიაციული უსაფრთხოების მიზნებისთვის, ეს ეტაპი გაიარეს და რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს უკვე აპარატის დამონტაჟების პროცესი დაიწყება. რამდენიმე დღე დაჭირდება”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა მოშიმშილე პრეზიდენტისთვის სასიკვდილო განაჩენია. მედიკოსები ამბობენ, რომ 40-დღიანი შიმშილობის გამო ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მართვას ციხის კლინიკაში ვერ შეძლებენ.
რაც არ უნდა დადგან და როგორც არ უნდა აღჭურვონ, ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდებათ მისი მართვა და სამწუხაროდ, ისეთი ორგანული ცვლილებები შეიძლება განვითარდეს, არა საათებში, არამედ წუთებში გადაყვანასაც ვერ მოასწრებენ”, – ამბობს ექიმი.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები