მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა. იასკო გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა.
მთავარ მიზანი სამართლიანობისთის ბრძოლაა. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ევროპარლამენტარების მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ყველა ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც მოხდა გუშინ, რომ რეკომენდაციის გარეშე, ადვოკატების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, ექიმების, ნათესავების, უკრაინული მხარის გარეშე გადაიყვანეს.. უკრაინულ მხარესთან უნდა შეეთანხმებინათ თუ აპირებდნენ სხვაგან გადაყვანას. ჩუმად, უბრალოდ, აირეს და გადაიყვანეს, – თქვა იასკომ.
ჩამოვედი მაშინ, როცა მოვახერხე. მე მომცეს უფლება, მაქვს ყველა დოკუნტი, რომ შევიდე ციხეში, თუმცა ქართულმა მხარემ ჯერჯერობით ამის ნებართვა არ მომცა, – თვქა რადას დეპუტატმა.
ლიზა იასკოს თქმით, საქართველოში ჩამოსვლას უკრაინის სახალხო დამცველი
გეგმავს, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია.
კომენტარები