პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლებისთვის დარეკვას, ან შეტყობინების გაგზავნას უკრძალავს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
დამსაქმებელი კანონის დარღვევისთვის, შესაძლოა, დაჯარიმდეს.
ახალი რეგულაციებით კომპანიები ასევე ვალდებულები არიან, დაეხმარონ თანამშრომლების მიერ დისტანციურ სამუშაოზე გადასვლის შედეგად გაწეული ხარჯების დაფარვაში. ეს ელექტროენერგიის ან ინტერნეტის გადასახადებს ეხება.
ცვლილებები შრომის კოდექსში არ გავრცელდება კომპანიებზე, რომლებშიც 10-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.
კომენტარები