“ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე:
“დღეს ამერიკელებთან გვქონდა შეხვედრა და აღტაცებულები არიან ჩვენი მოქალაქეების ქმედებით, მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, რასაც გვიწყობს ხელისუფლება. აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაჰყავთ სააკაშვილი გლდანში, რა უნდოდათ ამითი? ჩვენ ემოციურ ფონზე შეცდომები დაგვეშვა. ნახეთ რა მოხდა? – ჩვენ მტკიცე პროტესტი გამოვხატეთ. შეუქცევადი პროტესტია, ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ, გაწერილი გვაქვს გეგმა და ამ გეგმას მივყვებით. არ არსებობს რომ ეს ბრძოლა არ მოვიგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები.”
კომენტარები