ფოტო – ტაბულა
უკრაინის რადას დეპუტატისთვის, ლიზა იასკოსთვის იუსტიციის სამინისტროს ექსპრეზიდენტთან შესვლის ნებართვა ამ დრომდე არ დაურთავს. შესვლის უფლებას არ აძლევენ არც მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს.
“პასუხი, რომელსაც ვიღებთ, არის ის, რომ პროცესშია ნებართვა. წინა შემთხვევების დროს, რუსთავში ამდენი პრობლემა არ მქონაი შესვლასთან დაკავშირებით. ახლა ვხედავ, რომ მის პირად ექიმსაც კი არ უშვებენ მასთან და პასუხი იგივეა, რომ პროცესი მიმდინარეობს, დოკუმენტები ჯერ მზად არ არის. ჩვენ არ გვაქვს საათები და დღეები, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა”. – ამბობს ლიზა იასკო.
სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ის ორი დღეა, რაც ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად შესვლას ცდილობს, თუმცა, პენიტენციური სამსახური მას უმეორებს, რომ მოიცადოს.
“მე გუშინაც აქ ვიყავი, როგორც თქვენ იცით, დღესაც მთელი დღე აქ ვდგავარ და ჯერ არავითარი საშვი, არაფერი არ მოუციათ. გვეუბნებიან, მოიცადეთო, მაგრამ უკვე 7 საათია. არაფერი კითხვები არ აქვთ ჩემთან, მეუბნებიან, რომ მოვიცადო”. – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
კითხვაზე, შეძლებს, თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 10 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე დასწრებას, როგორც ამას თავად სასამართლო ითხოვს, ნიკოლოზ ყიფშიძე პასუხობს, რომ საეჭვოა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები