უკრაინაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გარდაცვლილია 71 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინდა. გარდაცვლილის ახლობლები და ის პირები, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.
შეგახსენებთ, უკრაინაში ოფიციალურად სულ სამი ადამიანია კორონავირუსით დიანფიცირებული.
კომენტარები