ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა წურწუმია და მამულიჩა თავს ცუდად გრძნობენ და კლინიკაში მოათავსეს, მომღერალი ამ თემაზე ტვ-1თან საუბრობს:
“ინტერნეტ საიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე და მამულიჩა მოვხვდით კლინიკაში ვართ და ცუდად ვართ. არ ვართ ცუდად, კარგად ვართ. ყველა ზომებს ვიცავთ, რომ არ დავინფირდეთ. მაქვს პირბადე, ანტისეპტიკი, აუცილებლად ვიწმენდ ხელებს. სახლში შესვლისას ტანსაცმელს გარეთ ვტოვებ, ვანიავებ, ფეხსაცმელებსაც გარეთ ვტოვებ, ვწმენდ ყველაფერს რასაც ვეხები.
ყოველ 6 თვეში მივდივარ გამოკვლევებზე, ამიტომ ვიყავი კლინიკაში და გადავიღეთ იქ ფოტო.
ყველა კონცერტი გავაუქმე კორონავირუსის პანდემიის გამო. არავინ არა დაცული, რა მნიშვნელობა აქვს ცნობილი ვარ, არა ვარ ცნობილი. ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციებს და გაუფრთხილდით თავს”
კომენტარები