„ახლა მტრის ჯინაზე უნდა იცოცხლო“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ახლა მტრის ჯინაზე უნდა იცოცხლო რათა პუტინისტური შიდა მტრის დასამარცხებლად, ქართველ ერს ულიდერო, ამიტომ ვალდებული ხარ დაიწყო შიმშილობიდან გამოსვლა და ჯანზე იყო!” – წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.
“მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, შეიძლება ერთ საათში, დღე არ დასჭირდება… მე არ მინდა ახლა მოგიყვეთ, რა მოუვა, როგორ დაეცემა… ის იღებდა წამლებს, რომელიც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს, გუშინდელი ტელევიზიების შემდეგ მან თქვა უარი”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
კომენტარები