„რაც შეეხება ციხეს, სადაც ვითომ სამკურნალოდ მოათავსეს, ციხე კი არა საკონცენტრაციო ბანაკზე უარესი აღმოჩნდა“- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მთელი ეს დღეები სულ მაქვს შთაბეჭდილება, რომ მეთერთმეტე არმია შემოიჭრა სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით და დანავარდობენ აქ, იცით, რა არის, ადამიანს, რომელსაც ღირსება აქვს, იმის აყრა შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მოკლებული არიან ღირსებას და საერთოდ, არ იციან ეს რა არის.
რაც შეეხება ციხეს, სადაც ვითომ სამკურნალოდ მოათავსეს, ციხე კი არა საკონცენტრაციო ბანაკზე უარესი აღმოჩნდა, წარმოუდგენელი ამბავია… ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ეს გლოვა გვეხერხება, პირდაპირ გლოვის პროფესიონალები ვართ, მერე შეიძლება საუკუნე ვიგლოვოთ, როგორც ილია ჭავჭავაძეს და გამსახურდიას ვგოლოვობთ, მაგრამ ეს ხომ არ გვინდა ჩვენ, ჩვენ ხომ გვინდა, რომ ადამიანმა იცოცხლოს”, – განაცხადა გიული ალასანიამ და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ბოლო დღეებია საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.
კომენტარები