ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ცოტა უხეში უნდა ვიყო… ადამიანო თუ სიკეთის გაკეთება არ შეგიძლია, სალაპარაკო ღრუს მომუწვას წინ რაღა უდგას ?!!!
გასაგებია ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ კბილები ხომ აქვს წინაფლანგზე… დააჭირე ენას კბილი და ამოიქოლე… .ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამიით საკუთარ თავს ვნებ და ინადგურებ ისედაც გასაცოდავებულ მენტალობას..!!!!
მეგობრებო მოგიწოდებთ არ აჰყვეთ ბაცილებისგან წამოსულ პროვოკაციას ახლა ამის დრო არ არის!! ქალბატონ მანანას ჩვენი თანადგომა სჭირდება, სულ მცირე მორალური თვალსაზრისით..რაც შეეხება ცოტნეს ამერიკულ ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს,ეს აუცილებელია !!! ახლავე აგიხსნით რატომ ! პირველ რიგში იგი აჩიბადემის კლინიკაში იმყოფება თითქმის ორი თვეზე მეტი ,ერთადერთი სიკეთე ის არის, რომ იქ ის გამოყვანილი იქმნა ხელოვნური კომიდან !!! დანარჩენი დადებითი დინამიკა არ აღინიშნება.. ( აღარაფერს ვამბობ, ელემენტარულ ჰიგიენის საკითხებზე) დაფიქრდით თვალის გახელა და მარცხნა ხელის ორი თითის ამოძრავება, განა ეს არის საკმარისი???!!! მას სჭირდება მკურნალობა და რეაბილიტაციის ეტაპი გააგრძელოს ისეთ ძლიერ კნილიკაში, როგორიც არის ამერიკული სამხედრო ჰოსპიტალი.!! ხომ გინდათ იგი დაბრუნდეს სწრაფად და რაც მთავარია გამოჯანმრთელებული სრულიად.
ხოდა ერთად ჩვენ ამას შევძლებთ!!!
ვისაც არ გაქვთ ხელმოწერის დაფიქსირების სურვილი, ძაან დამავალებთ ხელს თუ არ შეგვიშლით!!!”
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე ავრცელებს პეტიციას:
“მოგესალმებით წინამდებარე პეტიცია შეიქმნა ბატონი ცოტნე გამსახურდიას და ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდასაჭერად!
- .გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება, რათა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდია აჯიბადემის კლინიკიდან დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკული აკადემიის სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ.
- მოგეხსენებათ ,რომ ქალბატონ მანანა არჩვაძე – გამსახურდიას, უკვე 17 დღეა არ ეძლევა შესაძლებლობა, (გაურკვეველი მიზეზების გამო) მოინახულოს და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს მისი შვილი. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის გაურკვეველია. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიშვას ქ.მანანა შვილთან და მიენიჭოს მას პრივილეგია 24 საათის განმავლობაში, მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს მისი შვილი, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ზემოდ აღნიშნულ პეტიციაზე ხელმოწერით, თქვენ ადასტურებთ თქვენს პოზიციას და ნდობას უცხადებთ ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას.”
ღმერთმა გაგაძლიეროთ.
კომენტარები