ამერიკის ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მისი რიტორიკით და ქმედებებით სიტუაციის განმუხტვას არ ცდილობს, ცდილობს მიხეილ სააკაშვილი დაამციროს და “ნაციონალური მოძრაობის” პროვოცირება გამოიწვიოს, რათა შემდეგ პროტესტი ძალისმიერი მეთოდით ჩაახშონ.
“მთავრობის ქმედებებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე, ისინი არ ცდილობენ სიტუაციის დეესკალაციას, არამდე პირიქით, უფრო მეტი ესკალაციისკენ არიან მიმართულნი. ამაზე გუშინდელი ქმედებაც მოწმობს, როდესაც მეტი გამჭვირვალეობისა და წინასწარი გამოცხადების ნაცვლად სააკაშვილი ჩასვეს ვერტმფრენში და გადაიყვანეს არა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, როგორც ამის რეკომენდაციას იძლეოდნენ სახალხო დამცველი და ექიმების კონსილიუმი, არამედ იმ ციხის საავადმყოფოში, რომელიც სავსეა ნეგატიური სიმბოლიზმით, რა თქმა იმ ვიდეოების გათვალისწინებით, რომლებიც 2012 წელს გამოქვეყნდა. ჩემი აზრით, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის დამცირების მცდელობა. იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ საერთოდ გამაოგნა. მათ თქვეს, რომ სააკაშვილი ჭამდა, როცა სინამდვილეში ეს იყო ექიმების მიერ გამოწერილი მინერალები და სხვა მსგავსი სამედიცინო საშუალებები. ამიტომ, ცოტათი გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მთავრობის მსგავსი ქმედებები, მე შთაბეჭდილება მექმნება, რომ ისინი ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოცირებას, რომ შემდეგ მათი პროტესტი ძალისმიერი მეთოდით ჩაახშონ.
ამიტომ, ახლა დასავლეთი ძალიან არის შეშფოთებული მმართველი პარტიის ამ ქმედებებით, რომლებიც თავისთავად ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, მართლა სურს თუ არა ქართულ ოცნებას დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება”, – თქვა იან კელიმ.
კომენტარები