ემიგრანტი, ეკონომიკისტი მალხაზ ფერაძე:
“შექმნილი სიტუაციიდან ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს!!! ერმა უნდა შეძლოს და დააძალოს საკუთარ თავს შემდეგი ფურცლის გადაშლა! უძველესი ხალხი ვართ, უმდიდრესი კულტურით და ისტორიით, ტრადიციებით და განათლებით….
რატომ მივეცით მავანს უფლება ჩაეგონებინა ჩვენთვის რომ არ შეგვიძლია მას გავცდეთ და ჩავაბაროთ ისტორიას! ხალხო, ვისწავლოთ გადაფურცვლა, შემდეგ თუნდაც რთულ ეტაპზე გადასვლა, იყო ხო, გალია თავის ვადა, ცუდი იყო ერთისთვის თუ კარგი მეორესთვის, ვადა ამოწურა! თუ თვითონ არ იშლის, ჩვენ შევეშვათ, სიცოცხლე გარბის, ამბიციები გვეზრდება და ეს დაწყევლილი იმის შეგრძნება რატომ არ იზრდება რომ ახალზე გადავერთოდ?! დაწყებული ზვიადოდან დამთავრებული დღემდე…
რატო უნდა იყოს ეს ხალხი და ქვეყანა ვიღაცისტების დომინაციის ქვეშ? რამე უკეთებიათ ჩვენზე მეტი? ან ქვეყანას წაადგენ ჩვენზე მეტად? ადამიანი ფასდება შედეგით? რომელმა დაგვიდო ის შედეგი რომ ვიღაცისტები გავმხდარიყავით?! მყავს ძალიან კარგი მეგობრები ორივე პოლიტიკურ მხარეს, მივმართავ მათ, თქვენა ამაზე მაღლა დგახართ, ნუ გადააყოლებთ ამ ქვეყანას ვიღაცეევის უაზრო ამბიციებს…
ეს ქვეყანა ჩვენი არაა მხოლოდ, ჩვენს მერე თაობების უფროა, ქართველ მეფეებს არ მიუციათ საკუთარი თავისთვის უფლება რომ ხალხის და ქვეყნის მომავალი გადაეყოლებიათ საკუთარი ტახტისთვის ხალხო…. რა გახდა ეს ახლად გამომცხვარი პოლიტიკანები…. რატოოო… როგორ მოხდა ეს რომ მეფეთ დაბადებულმა თითოეულმა ქართველმა საკუთარ თავს ჩააგონა ის რომ ვიღაც ერთია მისი მხსნელი და გადაულოცა მას საკუთარი და ქვეყნის მომავალის გადაწყვეტის უფლება?!
ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ჟვანიას ფრთას მივმართავ, რადგან დღემდე მჯერა რომ თუ ვინმე დარჩა მაგ პარტიაში ადექვატური და მოაზროვნე მხოლოდ ისინი არიან! რამდენჯერ უნდა უშველოთ ამ ტიპს? ხომ ხედავთ რომ მხოლოდ თქვენზე დგას და თქვენით არსებობს, რადგან დანარჩენები ათას ხეზე გადამხტარი ყველაფერზე წამსვლელი არამზადაა, გაიხსენეთ 1998 წელი, ყოფილი ზვიადისტები გადაბარგებული აღორძინებაში რომლებიც 2000-2001 გადმობარგდნენ ახლად შექმნილ ნაც-მოძრაობაში….
აბსოლუტურად უპრინციპო, თავზე ხელაღებულები, საკუთარ მანდიდრება-განდიდებას აყოლილები, არანაირი ღირებულება მაგათ არ ქონიათ, გუშინ ზვიადის მზეს იფიცებდნენ. მერე ასლანმა გაანათა მათთვის და მერე მიშამ… ტიპიური დოსტოევსკის ეშმაკნის- ვერხოვენსკები! მაგრამ ზურა ჟვანიას გუნდს…. თქვენ ითვლებოდით და დღემდე ითვლებით მაგ პარტიის ტვინები, გამოცდილებაც გაქვს და იდეებიც და შესაძლებლობებიც…. აიღეთ პარტიის მართვა ხელში, მიშა დამთავრდა ხალხო, გუშინდელი დღეა, ხო ხედავთ ამას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ქოცები, ეს ხო მიშას გუშინდელ დღეობას ვერ შეცვლის… ტიპმა ამოწურა თავი, წააგო ყველაფერი რისი წაგებაც შეიძლებოდა…. რატო უნდა ჩაყვეთ წაგებულს არ მესმის? დაელაპარაკეთ მაინც, შეგნებით ვერ შეიგნებს, მაგრამ უთხარით რომ დროა წავიდეს პოლიტიკიდან თუ ოდნავ მაინც უყვარს ის პარტია რაც დააფუძნა, 21-ე საუკუნეა მსოფლიო კოსმოსს იპყრობს და ქართველობა კი ვიღაცეების სკამების ჭიდილს ეწირერბა… რა დროს ვიღაცისტობაა, როდის მოხდა აი ეს არ მესმის და არაფრით დადის ჩემამდე….
მე მხოლოდ ეს მესახება გამოსავლად…. თუ გინდათ ეშველოს ქვეყანას ჯერ უშველეთ თქვენივე პარტიას, განთავისუფლდით მიშასგან და გაიხსენით ასპარეზი სამომავლო პოლიტიკური წარმატებებისთვის!
წაგებული ვეღარასდროს მიგიყვანთ გამარჯვებამდე, ეს კაცობრიობის ისტორიული ჭეშმარიტებაა!”
კომენტარები