ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.
პროცესზე შუამდგომლობა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დააყენა. სხვა შეხედულება აქვს დაცვის მხარეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ითხოვს, რომ უზრუნველყონ ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომის დარბაზში მისვლა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მისი სურვილის მიუხედავად სასამართლო სხდომაზე არ მიიყვანეს. მიზეზად პენიტენციური სამსახური იმას ასახელებს, რომ შესაძლოა, სასამართლო დარბაზში ესკორტირებისას მოხდეს “დესტრუქციული ხასიათის ქმედება”. მათივე თქმით, სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი და სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება “წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის”
წყარო: on.ge
კომენტარები