მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე – ერთმანეთს საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, დაუპირისპირდნენ. პროკურორის გაღიზიანება უგულავას იმ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მას შეახსენა, რომ წინა 9 წლის განმავლობაში სტაჟიორი იყო. პროკურორმა გიგი უგულავას მიმართა, რომ სასამართლოში ქცევის წესები უნდა დაიცვას.
„მოქცევა არ იცით სასამართლოში, ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას, სასამართლოს და პროკურორს რომ შნირი უწოდოთ, ეს არ არის წესი“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.
ამასთან, უგულავამ პროკურორს ქცევა დაუწუნა: „ხელებს ნუ გვიშლი, დაწყნარდი და ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე. მოსამართლეებს მე არ გიცნობთ, წესით უნდა ვიცნობდე ვინც მასამართლებდნენ“.
საქმის მოსამართლე სასამართლო სხდომის გაშუქების წესები კიდევ ერთხელ განმარტა. „გადაწყვეტილება ვთქვით და ასე იქნება“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია სწრაფად გადაიცემა და გაუგებარია, რატომ არის მოსამართლე სხდომის გამჭვირვალედ გაშუქების წინააღმდეგი.
„საჯაროობა უზრუნველყოფილი არ არის, რაც თქვენი მოვალეობაა“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს
კომენტარები