მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და ხელისუფლებას თხოვს ქვეყანაში სიმშვიდე უზრუნველყოს.
„სასამართლო სხვა ინსტიტუციაა! სასამართლოა! იქ სხვა წესებია! თავხედობისთვის და სასამართლოს უპატივცემლობისთვის რა ვიცი, სჯიან ხოლმე, ხშირად! ამოვიდა ყელში ზოგადად, ეს გამიშვი-დამაკავე!
სახელმწიფოს დონეზე თითქოს სადო-მაზოხისტური პოლიტიკური წყვილის ურთიერთქმედებას ვუყურებთ ყოველდღე!
სადისტური პოლიტიკური ძალა ნაცებია, ხრწნადი სადიზმის ფაზაში, მაგრამ ხელისუფლებას რა მაზოხიზმი შეეყარა, რაააა!
ამაზრზენია ეს მასობრივი ფსიქოზი! ამაზრზენია ღირებულებათა სისტემის შავი ჭირი!
ხელისუფალნო, ეს აღარაა დემოკრატია, ეს უკვე “დერმო-კრატიაა”! იმისთვის მოგეცით ხმა, იმიტომ ხართ აღჭურვილი ძალაუფლებით, რომ აღასრულოთ კანონი და უზრუნველყოთ სიმშვიდე ქვეყანაში!“- მიმართავს მაია ნიკოლეიშვილი ხელისუფლებას და მოუწოდებს, სასწრაფოდ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
„ამ ფსიქიკურად არასრულფასოვანი ადამიანის დიაგნოზის დაზუსტება და ქაღალდზე დაწერა რაღა პრობლემა გაგიხდათ? აკი, ღიად გითხრათ მისმა ახლობელმა ადამიანმა, ღიად, გახსნილად, საჯაროდ! მისი საკანი მაინც ვერ ნახეთ? უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად, კაცს თვითმომსახურების როგორი პრობლემა აქვს, ვერ ხედავთ?
რა ტიპის ბოდვებშია, სექტა, როგორი გაპრიმიტიულებულია მათი ქცევები, ბოდვებში პირდაპირ “პუტინი” ჰყავთ ჩაბმული, რეალობას აბსოლუტურად აცდენილები არიან, ქვის ხანის ადამიანებივით იქცევიან დღეს, 21-ე საუკუნეში! სრულად დესტრუქციულია მათი ყველა ქმედება.
აქ შეწყვეტილია პოლიტიკური პროცესი! მასობრივ ფსიქოზამდე მიიყვანა უამრავი ადამიანი ერთმა ფსიქიკა-არეულმა! ნუ გადაგვაყოლეთ ფსიქიკა-არეულ ადამიანებს და მათ ზომბებს! ეს აღარ არის პოლიტიკური პროცესი, ეს სექტის უკანონო, ცინიკური, აღვირახსნილი, დესტრუქციული ქმედებებია! ეს ცინიზმის პიკია! უზრუნველყავით სიმშვიდე ქვეყანაში!“- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
კომენტარები