ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეები აცილება მოითხოვა.
“აცილებას ვაყენებთ იმის გამო, რომ სასამართლო არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რათა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე დაესწროს. ჩვენ ვითხოვდით სასამართლოს მხრიდან მცდელობებს, რომელსაც დარწმუნებული ვართ, მაინც არ მოჰყვებოდა შედეგი ხელისუფლების აღებული კურსის გათვალისწინებით, მაგრამ სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ამ საკითხისთვის მიეცა სამართლებრივი შეფასება, მეორე — მრავალჯერადად, განგრძობითად მოეთხოვა სააკაშვილის აქ გადმოყვანა და მესამე — მოეხდინა დემონსტრირება იმის, რომ სააკაშვილის აქ არმოყვანა არის კრიმინალური ქმედება და სასამართლომ არცერთი არ გააკეთა”, — განაცხადა მან პროცესზე.
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.
სააკაშვილი, მისი სურვილის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო “დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა”.
წყარო: on.ge
კომენტარები