პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე:
“გარშემო ბევრ ადამიანს ჰქონდა დასავლეთის სიჩუმით იმედგაცრუება, მაგრამ ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, დასავლეთს ყოველთვის სჭირდება დრო, ჯერ აკვირდება პროცესებს და მერე აქვს რეაგირება, ეს ყოველთვის ასეა და მეორე – როცა სახელმწიფო გეუბნება, ჩემთან, აი, სამი ინსტანცია გაიარა, კანონიერი პროცესია, მე შურისძიებას არ ვაპირებ, რთულია ამ დროს, მაშინ პირდაპირ ჩამოყალიბებული ბელარუსი უნდა იყო, რომ გითხრას, შენი არაფერი მჯერა. ამიტომ, ჯერ გაკვირდებიან, ეს პაუზა იყო დასავლეთის დაკვირვება, როგორ იქცევა ქართული ოცნება, როგორ იქცევა ხელისუფლება და რა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვდა სააკაშვილი.
ეს პაუზა დასრულდა და თავად ქართულმა ოცნებამ არჩევანის საშუალება არ დაუტოვა ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს, იმდენად ნათელია ყველაფერი. დიახ, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, მდაბიო პოლიტიკური შურისძიება, ეს იმდენად თვალსაჩინოა, არა მხოლოდ ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას გამოიწვევს და ეს კონსოლიდაცია იქნება გარეთაც, ჩვენ მეგობრებში.
ძალიან მაშინებს, სწრაფად დაგვიდგება ის დღე, როცა დაგვიდგება არჩევანი, რა გვირჩევნია, ერთი პარტია ქართული ოცნება, თუ ქვეყნის მომავალი, ეს გვითხრა დღეს კუბილიუსმა პირდაპირ და ამას ამბობს ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი უკვე დასავლეთში, ბევრი კონგრესმენისგან მომისმენია ეს ვაშინგტონშიც. ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს, ვართ ჩვენ პროდასავლური საზოგადოება – თუ არა? ეს მომენტი, სამწუხაროდ, მალე დაგვიდგება და ეს არ იქნება მიხეილ სააკაშვილის არჩევანი, ან ერთი რომელიმე პარტიის არჩევანი, ეს იქნება საქართველოს მომავლის არჩევანი, ეს არჩევანი განსაზღვარს საქართველო შედგება, თუა რა, როგორც ქვეყანა. ნუ გადააყოლებთ ქართული ოცნების სკამებს, ჩვენი შვილების მომავალს.”
კომენტარები