არის ვინმე სოროში შემორჩენილი, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია?! – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი რუსეთის ერთ-ერთ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება.
“ის რაც რუსულ არხებზე ხდება, პოლიტიკას სცდება, ქართველი ერის სინდის-ნამუსზე გადის…
არ მაინტერესებს არავისტობა… ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო-დროშა გათელეს ფეხქვეშ…
არის ვინმე სოროში შემორჩენილი, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია?!
მეტი რაღა უნდა მოხდეს… მეტი რომელი ძარღვი უნდა გაწყდეს, რომ სინამდვილე დავინახოთ…
ვინც სულით ბრმა არის, ის მაინც ვერასდროს ვერაფერს დაინახავს და ისიც, ვისაც პირადი ინეტერესები აქვს რუსეთთან მიმართებაში…
მართლა ვეღარ ვიგებ, სისხლი ასე როგორ გაგეყინათ, ასეთი რა უნდა მიიღოთ ჯილდოდ, ერის და ქვეყნის გაყიდვის ფასად…
ყველა მაღიზიანებს, ვინც ერთმორწმუნეობის გამო ისევ რუსეთს მისტირის და მის იმედად ცხოვრობს…
გაიგეთ, რომ რუსეთი არ არის მართლმადიდებელი ქვეყანა…. სირცხვილია, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ…
ქრისტიანული სულისკვეთებით გაჯერებული სახელმწიფო სხვის უფლებებს წიხლებით ასე არ გაანადგურებს… როდის დაგვიმტკიცა რუსეთმა სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება?! აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში?!
რუსეთმა დიდი ხანია რელიგია შირმად მოირგო და იმაზე მეტად გვანადგურა, ვიდრე არაქრისტიანულმა ქვეყნებმა…
არავის გცემთ პატივს, ვინც რობოტივით იმეორებთ -,,რუსეთი მაინც ქრისტიანული ქვეყანაა”!.. მწარედ მეცინება…
ეს არის მონობა… ვისაც მოგწონთ იყავით მონობაში…
ასეთი მიდგომებით გაჯერებულ სულგაყიდულ ქართველებს, ისტორია მალე ნამდვილ სახელს დაგარქმევთ…”, – წერს პეტრე კოილხი სოციალურ ქსელში.
კომენტარები