რუსული ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელსაც საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე გამოეხმაურა,
რუსულ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში წამყვანები საქართველოს დროშაზე ფეხით იდგნენო და ატყდა მკერდში მჯიღების ცემა. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ იმ გადაცემაში ამერიკის დროშაზეც იდგნენ და არ ვიტყვი იმას, თუ არტოს ბაღში რაღაც უაზრო ზეიმის დროს როგორ დაჭრეს ტორტზე გამოსახული საქართველოს დროშა დანით.უბრალოდ ძალიან ამაზრზენია ამ ვითომდა პატრიოტიზმის და ვითომდა სამშობლოს სიყვარულის ისტერიული გამომჟღავნება იმ ხალხისგან ვინც 2008 წელს ჩვენი დაღუპული გმირები ბრძოლის ველზე მიატოვა. ვინც ნამდვილ მებრძოლებს სამშობლოს ღალატი დააბრალა და წამებით მოკლა. ვინც საზიზღარი ტელე-ეპატაჟის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა ვინმე ფსიქიურად გადახრილი რუსის მხრიდან ტერორისტული ქმედების საფრთხის ქვეშ დააყენა. პრინციპში რას ვთხოვთ ხალხს, ვისაც სამშობლოსათვის თავდადება ჰალსტუხის ჭამა და მტრისთვის შიშველი უკანალის ჩვენება ჰგონია?კიდევ ერთხელ ვიტყვი – მათთვის რაიმეს ახსნას ან მტკიცებას აზრი არა აქვს, მაგრამ არც მსგავსი სუსულელეები უნდა გაუტარო. არ უნდა გაუტარო, რადგანაც ისინი ამ სისულელეებით ახალგაზრდებს წამლავენ და რეალობისგან შორს ამყოფებენ“ – წერს გია გაბრიჭიძე.
კომენტარები