ვაკვირდებოდი ამ 40 დღის განმავლობაში ხალხს და ბევრი მიოეგო გონს – მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
“ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ძალიან დიდი უნამუსო უნდა იყო, რომ მას დაუკარგო ის დამსახურებები, რომელიც მას ქვეყნის წინაშე აქვს.
ვაკვირდებოდი ამ 40 დღის განმავლობაში, ხალხს რა რეაქცია ექნებოდა და ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე განსხვავებული აზრი. ბევრი მოეგო გონს და რატომ?
ის გაითავისეს, რომ მთავარი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე. ამ დროს, თუნდაც რომ გაბრაზებული ხარ, რა უნდა დაიდოს სასწორზე – ერთი ადამიანის მიმართ რევანში თუ ქვეყნის ინტერესები და ძალიან ბევრი მივიდა იმ აზრამდე, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესები არის მთავარი”,- აცხადებს ის.
კომენტარები