მიხეილ სააკაშვილის ბიძის მხრიდან ზურას (ჟვანია) მისამართით ძალიან უცნაური მოქმედებები იყო. მიხეილ სააკაშვილი ზურას მტრობდა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ, გიორგი (გოგლა) ჟვანიამ “ჯორჯიან თაიმსი”-ს გადაცემაში “დროული კითხვები” განაცხადა.
“სააკაშვილის მორალურ სახეზე ლაპარაკი ახლა ნამდვილად არ მინდა. ზურას (ჟვანია) მეგობრად სააკაშვილს ბუნებრივია არ მივიჩნევ, პირიქით ვფიქრობ… სააკაშვილი რომ ზურას მტრობდა, ეს ზუსტად ვიცი. თუ გაინტერესებთ, ვადებ თუ არა ზურას მკვლელობაში სააკაშვილს ხელს, ასე საჯაროდ ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, მისი (მიხეილ სააკაშვილის) უახლოესი გარემოცვიდან, ბიძამისის მხრიდან, ზურას მისამართით, იყო ძალიან უცნაური მოქმედებები და სხვადასხვა წრეებში რაღაც უცნაური განცხადებები…” , – ამბობს ჟვანია გადაცემაში “დროული კითხვები”.
კომენტარები