2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერდება. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად მხარეებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ დაბრკოლება არ შეექმნებათ. მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას და მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფენ.
შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.
კომენტარები