როგორც ცნობილია, კორონავირუსი ბავშვებში ნაკლებად ფიქსირდება, თუმცა პედიატრები მშობლებს აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობენ. მით უფრო რომ საქართველოში უკვე გვყავს 12 წლი ინფიცირებული ბავშვი.
პედიატრმა, მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერთი ისაუბრა, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები:
“ზოგადად, რეკომენდაციები ამ ვირუსთან დაკავშირებით არის საერთო. მე მინდა მოვუწოდო მშობლებს, რომ ქუჩიდან შემოსულები ნუ აკოცებთ ბავშვებს, ნუ მიხვალთ მათთან იმ ტანსაცმლით, რომლითაც ქუჩაში იყავით, ნუ შეეხებით ბავშვებს დაუბანელი ხელებით, ნუ გადაკოცნით.
გამოიცვალეთ, დაიბანეთ ხელი, იხმარეთ სადეზინფექციო ხსნარი და ასე მიუახლოვდით პატარებს, თუმცა აქაც გადაკოცნისგან და ჩაკოცვნისგან თავი უნდა შევიკავოთ. ქუჩაშიც უცხო ადამიანებმა იციან, ლოყაზე ბავშვს მოუთათუნებენ ხოლმე, ეს დაუშვებელია.
არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ პატარები ღია ცის ქვეშ ატარონ, ასეირნონ, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება. დაახლოებით მეტრნახევარი-ორი მეტრით ნუ მიუახლოვდება ნურავინ ბავშვს.
ბავშვებს სპირტის ხსნარებით ნუ დაუმუშავებთ ხელებს, არსებობს ანტიბაქტერიული ხელსახოცები, რომლითაც შეგვიძლია მათ ხელი გავუწმინდოთ. სპირტიანი ხსნარით დამუშავებაზე თავი შევიკავოთ, რადგან ბავშვის კანი ხსნარს სწრაფად იწოვს და შეიძლება ალერგია გამოიწვიოს
რაც შეეხება კვების რეჟიმს, მინდა მშობლებს მოვუწოდო, რომ შვილებს დიდი რაოდენობით სითხეები მისცენ. როდესაც ვირუსი ეკრობა ლორწოვან გარსს, ამ დროს ლორწოვანი გარსი არ უნდა იყოს მშრალი და ის მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს.
მიეცით პატარებს მეტი რაოდენობით ჯანსაღი საკვები – ხილი, ბოსტნეული, ბუნებრივად მდიდარი ვიტამინებით გაჯერებული საკვები, ასევე კარგია ცილოვანი დატვირთვა, რძის პროდუქტები. შევეცადოთ ჯანსაღად ვკვებოთ ისინი. არ წავიყვანოთ ბავშვები თავშეყრის ადგილზე, როგორებიც არის “ფასტ ფუდები”… ასეთი საკვები მათთვის კარგს არ მოიტანს”
კომენტარები