ნიკოლოზ ყიფშიძე, სააკაშვილის ექიმი:
„სააკაშვილთან გავატარე რამდენიმე საათი, რადგან ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი იყო ძალიან დაბალი, კრიტიკულ დონეზე… წესით, ამას ვაკეთებთ გადასხმის საშუალებით, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს აქ მკურნალობაზე, მოგვიხდა ტაბლეტირებული ფორმების გამოყენება. ასევე მაღალი წნევა ჰქონდა. დაგვჭირდა კიდევ საკმაო ხანი, რომ ეს წნევა მოგვეყვანა ნორმაში.
მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, გადაწყვიტონ, ან იქით, ან აქეთ, რას ვუშვებით პრეზიდენტს, გადაგვყავს მაღალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, თუ არა. ასე გაგრძელება შეუძლებელია. მისი მკურნალობა არის ურთულესი პროცესი. ჩვენ შეიძლება, დაგვჭირდეს საზღვარგარეთის სპეციალისტების ჩამოყვანა, რომ პრეზიდენტმა დაიწყოს ნელ-ნელა ჭამა. ეს არ არის ადვილი. მას ჰქონდა ტკივილი მუცლის არეში. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს მილიონი სხვადასხვა რამის გამო, ამიტომ გვჭირდება ქირურგი. შეიძლება, მის მდგომარეობაში იყოს სისხლის დენა კუჭიდან და ა.შ”
კომენტარები