ჟურნალისტი, რუსა მუმლაძე:
“წერილი ბატონ ბიძინას, “მეტეორები” რომ დაგვიტოვა და თავად არ ჩანს
?⚡️?⚡️?⚡️?⚡️
“მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: თუ არ მოგყვება, აბა, როგორ უნდა მოექცე პატიმარს?”
?⚡️?⚡️?⚡️?⚡️
?⚡️ მოშიმშილე პატიმარს არ უნდა მოექცე ასე, ძვირფასო მამუკა! საერთაშორისო კონვენცია ამ ქმედებას პატიმრის ღირსების შემლახველ ქმედებად აღიქვამს და წამენასთან ათანაბრებს! არ გვინდა თავის გამართლება, რომ არ შიმშილობდა, რამეთუ შიმშილობის დეფინიციით, დიახ, შიმშილობდა, სრულად თუ არასრულად!
?⚡️ რუსული კარგად “გესმით” და გეტყვით, “დასტოინად” უნდა წაგემართათ ასეთი “განსხვავებული” პატიმრის საქმე, ამხელა პოლიტიკურ პროცესში “დასტოინები” უნდა გამოჩენილიყავით, პატიმრების ჟივილ-ხივილი, თუ მიშას ხოხიალი კი არ უნდა გეჩვენებინათ საზოგადოებისთვის!
?⚡️ მაგრამ არა, თქვენ არ იცით, რა არის სწორი ქცევა, არ იცით, რა არის სწორად სახელმწიფოს შენება! ამიტომ მოიქეცით ასე და გააგრძელებთ ისევ პოლიტიკურ ხარაკირს, დარწმუნებული ვარ, რადგან ის “ნაციონალური” მენტალობა იმ დროიდან დევს თქვენში, როცა მიშას ემსახურებოდით და სხვაგავარად ქცევა არ ძალგიძთ! “ოცნება” ხელისუფლებაში სხვა მენტალობით მოვიდა, მაგრამ ამდენმა, მასთან თავშეფარებულმა “ნაცმა” თქვენი საქმე გააკეთეთ, თქვენმა მენტალობამ გაიმარჯვა! გილოცავთ!
?⚡️ აი, ესაა პრობლემა, თუ ძალიან გაინტერესებს! მიშას რეჟიმის ხელისუფლებიდან გაშვების 9 წლისთავზე, მიშა წამებულ პატიმრად აქციეთ – არადა, პატიმარია, პატიმარი, ადამიანი, რომელის მმართველობის დროს უამარავი ადამიანი აწამეს მის ციხეებში! თქვენ კი შანსი გაუშვით ხელიდან და აქციეთ გმირად! საღოლ, საღოლ!
?⚡️ მეტიც მიშას უფლებების დაცვა დღეს ადამიანის უფლებების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და თავად სახელმწიფოს გადარჩენასთან გააიგივეთ! ამაზე დიდი კრახი რაღა გინდათ, შემდეგი ნაბიჯი, ასე რომ ელოლიავებით, მაგ ხელისუფლების დაკარგვაა
?⚡️ სად გყავთ ბატონი ბიძინა?.
?⚡️ ბატონო ბიძინა გამოჩნდით, 2012 წელს გაფიცებთ.
ვინ დატოვეთ ესენი ხელისუფლებაში? გატყუებენ, თუ გაჯერებენ, რომ ძალაუფლებას ასე შეგინარჩუნებენ.
სხვა მენტალობა არ აქვთ მაგათ და მალე ჩამოგანგრევენ, დაგენაძლავებით! აი, ისინი, ვინც ახლა მათ ბრმად უკრავენ ტაშს, მალე ნახავენ, ამ ნანგრევებში, ანუ სახელმწიფოს მართვის უვიცების მიერ გამოწვეულ ნგრევაში როგორ მოყვებიან!
?⚡️ ეგ “მეტეორები” კი არ მეცოდებიან, მიშას დროს რეპრესირებული, მენტალობაგახუნებული მასები მეცოდება, როცა თქვენს გამოჩენას ვითხოვ, ბოლოს და ბოლოს, ასეა თუ ისე, თქვენ მაინც გყავთ ამომრჩეველი და ქვეყანა ვერ გაუძლებს, “ბართლომეს ღამეს”, რომლის დადგომის შანსი დღითი დღე იზრდება.
?⚡️ უფრო კი მაშინ შემეცოდებიან, როცა საბოლოოდ დაამტკიცებთ, რომ თქვენი მენტალობა თქვენი “მეტეორებისგან” არაფრით განსხვავდება.
?⚡️ გამგები გაიგებს. გამომჩენი გამოჩნდება. წასასვლელი წავა – დემოკრატას აქვს თავისი წესები და თუ მას არ იცავ, დემოკრატია გამარცხებს! წერტილი და ძახილის ნიშანი კიდო!
პატივისცემით მე – NO ONE!
კომენტარები