პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“2010 წელს ჩემი და ჩემი ახლობლების თვალწინ, მზისით, დღისით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციელების და ასობით თვითმხილველის თვალწინ კუდ-ის სამმა თანამშრომელმა გაიტაცა ჩემი უახლოესი ადამიანი, რომელსაც ვეძებდით რამდენიმე საათი და ძლივს მივაგენით გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით კუდ-ის თანამშრომელმა გატაცებულის ფეხსაცმლის თასმები გადმომცა, თან “მომიბოდიშა” – ხომ ხვდები, ნიჩევო ლიჩნავა, დაგვავალესო. ამ ადამიანს თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად გამომძიებელმა საქმე “შეუკერა”, პროკურორმა ბრალი წაუყენა, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა… 2012 წელს რეჟიმი რომ შეიცვალა და სინამდვილეში ოხრად იგივე ხალხი დარჩა სისტემაში, ხომ კარგად გახსოვთ? ჰოდა, 2010 წელს მუქარით, ტყუილით, დაშინებით, ძალადობით, გაყალბებით დაწყებული საქმე “ქართულმა ოცნებამ” დაასრულა მხოლოდ 2019 წელს!!! ხვდებით, ხო?! ანუ 2012 წლის შემდეგ ამ სამარცხვინო საქმის ყველა ფიგურანტმა, ყველა მოწმემ მისცა სასამართლოს უტყუარი, ფაქტებით დადასტურებული ჩვენება, რომ ზოგი სახლიდან გაიტაცეს და ზოგიც ქუჩიდან და მთელი ეს ბრალდება იყო ფარსი. და მიუხედავად ამისა საქმე დაიხურა მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 2019 წელს! რატომ? იმიტომ, რომ ის გამომძიებელი არავინ მოხსნა და კერავს და კერავს, კერავს და კერავს ერთი თარგით ახალ საქმეებს; ის პროკურორი ისევ პროკურორია; იმ მოსამართლეს ისევ “სამართლიანი” განაჩენი გამოაქვს ამჯერად უკვე სხვა ადამიანებისთვის!
ამაზრზენია ეს ქვეყანა თავისი გამაოგნებელი სიყრუით და სიბრმავით – მთავარია დაანგრიონ მიშა, მაგრამ არასოდეს დაანგრევენ სისტემას!”
კომენტარები