ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს ავრცელებს და წერს:
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური • State Inspector’s Service ! ! ! მიუხედავად იმისა, რომ საქართველის კანონი “პატიმრობის კოდექსი” , ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ, მისი მხრიდან დაუმორჩილებლობისა ან ძალდობის გამოვლინების შემთხვევაში , თანახმად 57-ე პრიმა მუხლის, ითვალისწინებს სპეციალური საშუალებების გამოყენების დაშვებას, როგორიცაა ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი,არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ზებგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი, როგორც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, არც ერთი ჩამოთვლილთაგან გამოყენებული სააკაშვილის წინააღმდეგ არ ყოფილა და ის ხელში აყვანილი გადაიყვანეს, რის შემდეგაც, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პერსონალს, რასაც ასევე არანაირი სადამჯელო რეაგირება არ მოჰყოლია, გარდა სამართლებრივი შეფასებისა. კითხვა ისმის, რაში გამოიხატება არაადამიანური და წამებასთან გაიგივებული მოპყრობა?! პატიმრების, “რეზბალნიცის”მორგში გვამებზე სკოჩით მიმაგრების პრაქტიკის დამნერგავი რეჟიმის თავკაცს, რომელიც ციხეებიდან “სიკვდილის ექსპორტს” ეწეოდა, მიცვალებულებზე სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკებში ეპიკრიზებს აწერინებდა და მერე ამ კლინიკების მთავარ ექიმებს საკრებულოს წევრებად ირჩევდა და ავერბოვკებდა, იმ ჰაერით სუნთქვაც არ სურს, რომელიც მის მსხვერპლთა აჩრდილებით, მათი გმინვითა და კვნესითაა გაჟღენთილი, ეს აგიჟებს და აღაშფოთევს ზუსტად მასში ჩაბუდებულ დემონს!!!!“
კომენტარები