კორონავირუსი, რომლის ოფიციალური სახელიც COVID19-ია, პირველად დეკემბერში ჩინეთში დაფიქსირდა და თითქმის ორთვენახევრიანი ბრძოლის შემდეგ, როგორც ჩინეთში ოფიციალურად ამბობენ, მათ ვირუსის დამარცხება შეძლეს. სამაგიეროდ, ახალი ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება მის გარეთ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში. ვირუსი არ ცნობს საზღვრებს და გავლენებს – COVID19-მა ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებამდე და ცნობილ პიროვნებებამდეც მიაღწია.
ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, ვინ იყო ნიკოლოზ გამყრელიძე, მაგრამ კორონავირუსის საშუალებით ის მთელმა ქვეყანამ გაიცნო, როგორც ერთ-ერთი ინფიცირებული და ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი. მას ვირუსი „გეფას“ დირექტორისგან მიშა აბრამიძისგან გადაედო, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად, ბოქსირებულ განყოფილებაშია,
12 მარტს, ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა ტომ ჰენკსმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი ცოლი კორონავირუსით არიან ინფიცირებულები და მკურნალობას ავსტრალიის კლინიკაში გადიან.
ინფიცირებულია NBA-ის მოთამაშეები რუდი გობერი და დონოვან მიტჩელი, რომელთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ NBA ჩასატარებელი თამაშები გადადო. კორონავირუსი დაუდგინეს “იუვენტუსის” მცველს, დანიელე რუგანის. ასევე ინფიცირებულები არიან “ლესტერის” რამდენიმე ფეხბურთელი, „სამპდორიას” შემტევი მანოლო გაბიადინი, “ჰანოვერის” ფეხბურთელი იანეს ჰორნი. კარანტინშია მოთავსებული საფეხბურთო გუნდის “მადრიდის რეალის” მთლიანი გუნდი, ასევე “ივენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კი კორონავირუსი დაუდასტურდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორისაა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ინგლისის ჯანდაცვის მინისტრი ნადინე დორისი. სავარაუდოა კორონავირუსი ჰქონდეს კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს, რომელიც ცოლთან ერთად კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო თვითიზოლაციაშია. საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი. ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანი ფაბიო ვაჯგარტენი, რომელსაც ვირუსის დადგენამდე ფიზიკური კონტაქტი ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და ვიცე პრეზიდენტთან მაიკ პენსსთან ჰქონდა.
კორონავირუსის საფრთხის გამო, კარანტინში არიან მოქცეული ორი ამერიკელი კონგრესმენი, რომლებსაც ასევე ჰქონდათ კონტაქტი ტრამპთან. COVID-19 აქვს ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაჯ ჰარირჩი,ირანის ვიცე-პრეზიდენტი მასოუმეჰ ებდეკარი. ირანის კრიზისების მართვის დეპარტამენტის უფროსი ესმაილ ნაჯარი. ასევე ინფიცირებულია 20-მდე ირანელი პარლამენტარი.
ახალი ვირუსი დაუდასტურდათ ესპანეთის ექსტრემალ მემარჯვენე პარტიის გენერალურ მდივანს ხავიერო ორტეგა სმიტისა და იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს ნიკოლა ზინგარეტის.
სია ბოლომდე სრული არ არის, რადგან ყოველ დღე ივსება.
რეზონანსი
კომენტარები