ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე:
„მოგმართავთ 60 წლის თაობას.
როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა მაშინ 29 წლისები იყავით.
როცა ომი იყო მთელ საქართველოში 30+ ასაკის.
როცა შევარდნაძე ჭამდა ქვეყანას, უკვე შვილები წამოგეზარდნენ.
ეს წლები თქვენ შვილებს არ ახსოვთ.
უამრავი პრობლემა, რომელიც დღემდე გვაქვს, თქვენ უნდა მოგესპოთ ამ ქვეყანაში.
თუმცა თქვენს შვილებს ძალიან უყვარხართ და ამიტომ არ გაბრალებენ პასიურობას.
ახლა თქვენი შვილებმა აიღეს საკუთარ თავზე იმის გაკეთება, რაც თქვენ ვერ გააკეთეთ.
ამიტომ დღეს გაქვთ შანსი გამოისყიდოთ დანაშაული – ყველანაირი კითხვების, წუწუნის და გაჯიუტების გარეშე, ადექით და დადექით თქვენი შვილების მხარეს!
ამ ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი გაქვთ.
თუ მართლა თქვენი შვილებისთვის ხართ, დაამტკიცეთ ეს.
თუ არადა, თქვენი შვილები ჩათვლიან, რომ ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდით, მაშინ იყავით მეორე მხარეს!“
კომენტარები