2020 წლის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ქეით ბლანშეტი იქნება.
“ყოველწლიურად ველი ვენეციის კინოფესტივალის პროგრამას და ის ყოველთვის განსაკუთრებული და მრავალფეროვანია. ვენეციის ფესტივალი, ერთ-ერთ ყველაზე კარგი აურის ფესტივალია მსოფლიოში. ეს არის ყველაფერი ინსპირაციულისა და პროვოკაციულის ზეიმი კინოსამყაროში. წელს ჟიურის თავმჯდომარეობა ჩემთვის ერთდროულად საამაყო და სასიამოვნოა.” თქვა მსახიობმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქეით ბლანშეტი 2018 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო.
ფესტივალი ვენეციაში, 2020 წლის 2-12 სექტემბერს ჩატარდება. 2019 წელს, ფესტივალის მთავარი ჯილდო ტოდ ფილიპსის ფილმმა Joker მიიღო.
ტაბულა
კომენტარები