დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს უტა ივანიშვილზეც, რომელიც ჩამოფრინდა გუშინ საფრანგეთიდან, მაგრამ როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, არ არის მოთავსებული კარანტინში. ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს, იცის, თუ არა, სად არის უტა ივანიშვილი:
“ბევრი რამე ვიცი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის პირადი ინფორმაციის დაცვა. გიდასტურებთ, რომ ჩამოფრინა საფრანგეთიდან გუშინ საქართველოში.
გუშინ ვინც ჩამოფრინდა ყველა ექვემდებარება კარანტინს, ან თვითიზოლაციას.
სპეციალური სამსახურები წყვეტენ, ვინ იქნას გაგზავნილი კარანტინში და ვინ თვითიზოლაციაში, მოწმდება თვითიზოლაციისთვის პირობები. გუშინ ვინც ჩამოვიდა, ყველა გადაყვანილია ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში.
კომენტარები