უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე:
„საქართველოს კანონის “პაციენტის უფლებების შესახებ” თანახმად, პაციენტზე სამედიცინო მომსახურების გაწევის წინაპირობა პაციენტის ინფორმირებული თანხმობაა.როგორც მახსოვს (თუ მეშლება შემისწორეთ) მიხეილ სააკაშვილს გაცხადებული აქვს, რომ არ მიიღებს სამედიცინო მომსახურებას გლდანის მე-18 დაწესებულებაში.
ახლა კითხვა, თუ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დამძიმდება, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაეწევა იქ სამედიცინო დახმარება, საერთოდ არ გაეწევა და მოკვდება თუ მერე გადაიყვანებენ მულტიპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში? თუ პასუხი პირველია, ცხადია უკანონობა იქნება, თუ მეორე – დანაშაული.თუ პასუხი მესამეა, ხომ ცხადი ხდება, რომ დღეს იმიტომ არ გადაყავთ სამოქალაქო პროფილის საავადმყოფოში, შიმშილობა რომ არ შეწყვიტოს და მაქსიმალურად დაზიანდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?“
კომენტარები