ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს დელეგაციის ორ წევრს, რომლებთან ერთადაც ის აშშ-ში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია სენატორ ნელსონ ტრად ფილიუსა და აშშ-ში ბრაზილიის მომავალ ელჩზე, ნესტორ ფორსტერზე.
გამოცემის ცნობით, ფორსტერი ბოლსონარუსთან ერთად ფლორიდაში, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც, რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, ფაბიო ვაინგარტენს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ფორსტერმა თვითიზოლაციას მიმართა.
რაც შეეხება პარლამენტის ზედა პალატის საგარეო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელს, ნელსონ ტრად ფილიუს, მაიამიდან დაბრუნების შემდეგ მან პარლამენტის პლენარუს სხდომაში მონაწილეობა მოასწრო. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ორივე პალატის თავმჯდომარე, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები.
კომენტარები