რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე თორნიკე დავითაშვილის შესახებ:
„ახლა გადავახვიე და სპეციალურად მოვისმინე თორნიკე დავითაშვილის ჩართვას ინგა გრიგოლიასთან და ბუნებრივია მოხიბლული ვარ მისით. რა თქმა უნდა ვეთანხმები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოხიბლული ვარ. ვუსმენდი და უფრო მეტად დამწყდა გული კობაზე, ისევე როგორც ალბათ ყველას, რომ ჩვენთან აღარ არის ახალგაზრდა კაცი.
ვუსმენდი და ერთ რამეზე დავფიქრდი, როგორი უმნიშვნელოვანესია ვის ირჩევ შვილის ნათლიად და როგორი უმნიშვნელოვანესია ნათლიის პასუხისმგებლობა ნათლულის მიმართ.
(მე აქ არ ვარჩევ იმ საკითხს, რომ ნათლია ნათლულისათვის, ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა მონსტრი, რომელმაც მამა მოსაკლავად გაუწირა. მითუმეტეს ამაში კობა არაფერ შუაშია)
უბრალოდ თეორიულად, ბრტყელ ფრაზა-საზეპიროდ ტვინში ოდითგანვე ჩაბეჭდილი სიტყვები დღეს პრაქტიკულად დამანახა იმ უმძიმესი რამეების მოსმენამ, რასაც თორნიკე საუბრობდა.
რამხელა გულისწყვეტა აქვს ბიჭს და რამხელა დაღი აქვს დასმული.“
კომენტარები