ნიკა მელია იუბილარ ელენე ხოშტარიას ემოციურ პოსტს უძღვნის:
„ჩვენო ელენე!
მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან მიხარია, რომ ასეთი მეგობარი მყავს – მტკიცე, შეუპოვარი, სამართლიანი და სიკეთით სავსე! ძალიან მიხარია, რომ ყოველთვის შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ თუ ადამიანს უჭირს შენ იქვე გაჩნდები და ყველაფერს გააკეთებ, რომ დაეხმარო. როცა ქვეყანას უჭირს, თავდაუზოგავად იბრძოლო – თან არასოდეს დაკარგო შინაგანი სიმართლე და სიკეთე!
ახლაც ამ ბრძოლაში ხარ! ასევე, ხარ მაგალითი ყველა კარგი ადამიანისთვის და დაუძლეველი დაბრკოლება ყველანაირი ბოროტებისთვის!
ყველაფერი იქნება მაგრად – ჩვენი შვილები ნატოს და ევროკავშირის წევრ საქართველოში გაიზრდებიან და იამაყებენ, შენი წვლილით ამ ყველაფერში!
მხნეობა და ჯანმრთელობა შენ“
კომენტარები