სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა:
“სპეცრაზმის წინ მჯდარ, პარლამენტის ტრიბუნასთან მივარდნილ, კედლებზე საღებავების შემსხმელ და ახლა უკვე სამართლიანობისთვის მოშიმშილე Helen Khoshtaria ს ყველა იცნობთ. მეც მარტო ეგეთს ვიცნობდი, სანამ პირადად არ გადავიკვეთე, ზუგდიდში ვართ, რაღაცა კაფეში ვსხედვართ, მარის ვეუბნები, იქით კვირას თბილისში მივდივარ-მეთქი, ელენემ ყური მოჰკრა და გაქვს დასარჩენი? შეგიძლია ჩემთან დარჩე, არ მოგერიდოს, გეპატიჟებიო… ვაჰ, ძალიან გავოცდი, იქამდე სულ ერთხელ მყავდა ნანახი და ვინ ვიყავი მისთვის, საკუთარი სახლის კარი გაეღო…
მერე არაერთხელ შევხვდით და ეგეთია რა…
ყველასი რომ ესმის, ყველას თანაუგრძნობს, ყველაზე ზრუნავს…
ერთხელ კიდევ, მორგი შეხვედრის შემდეგ დავიშალეთ, დავემშვიდობე, დავქოქე მანქანა და წავედი სახლისკენ… ზუსტად 5 წუთში ცოტნე მირეკავს, რა ხდება ზუგდიდში, საოლქოში ხმაურია, მარი და ელენე ვნახე ლაივში, პოლიციამ გაათრიაო, არ ვიცი, რანაირად მოახერხეს ამ 5 წუთში იქამდე მისვლა და პირდაპირ თავით შესვლა იმ გაწევ-გამოწევაში, მაგრამ მერე ერთმა პოლიციელმა მოყვა, მხარზე ვიღაცა მირტყამს ხელს გამწარებული, აი, რომ უნდა ჩემი ყურადღება მიიქციოს და არ ჩერდება.. ძალიან გაბრაზებული მოვტრიალდი და შემრჩა ელენე, შემომხედა და გამიღიმაო, ისე გამიღიმა, მეც ეგრევე ღიმილი შევაგებე, ვერც გავბრაზდიო…
დაბადების დღე აქვს დღეს. ეს ჯოჯოხეთი აუცილებლად დასრულდება და ამ ამბებიდანაც გამარჯვებულები გამოვალთ ყველა ერთად”
კომენტარები