აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
,,ციხის ექიმებმა უნდა გამოიჩინონ პროფესიული პატიოსნება, თუ ცხადია ასეთი გააჩნიათ, და ღიად განაცხადონ პაციენტის მდგომარეობის შესახებ. მათ უკვე დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომებიც და ნაწილმა ჩაიდინა დანაშაულიც, ასე რომ კანონით პასუხისმგებლობას ვერანაირი გამოსავლით ვერ აცდებიან.
პროფესიული მოვალეობის, ამ ეტაპზე მაინც, პატიოსნად შესრულება ოდნავ შეუმსუბუქებთ დანაშაულის მორალურ მხარეს.
კარგად დაფიქრდით კოლეგებო და გადახედეთ ანალოგიურ მაგალითებს ოლიგარქიულ-ავტორიტარულ ქვეყნებში.
დამკვეთები არასდროს კისრულობენ პასუხისმგებლობას. ისინი ყიდულობენ თქვენს სინდისს და სხეულს იმისთვის რომ შავი საქმეც და პასუხისმგებლობაც თქვენ აგკიდონ.
მაგნიცკის სიაში პუტინი არ არის, შემსრულებლები არიან მხოლოდ.
შემსრულებლების, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელ ნაწილს, როგორც წესი, ფიზიკურად უსწორდებიან ხოლმე დიქტატორები.
გადაარჩინეთ პაციენტის სიცოცხლე და თქვენც გაგიჩნდებათ გადარჩენის და რეაბილიტაციის შანსი”
კომენტარები