ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელ:
“ძალიან ბევრი აქტორი ევროკავშირიდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს და იმას არის თუ არა დაცული მისი უფლებები. ახლა აბსოლუტურად გადამწყვეტი არის სამედიცინო გადაწყვეტილებების ობიექტურობა და როგორ იქნება ის შესრულებული.
რაც ჩვენ გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირებას. ახლა უნდა მოხდეს ისეთი ზომების მიღება რომ სიტუაცია გადაიჭრას და დაცული იყოს სააკაშვილის ყველა უფლება.
რომც ვფიქრობდე, რომ სააკაშვილი ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ მე გადაწყვეტილების მიმღები არ ვარ“
კომენტარები