ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. მან თქვა, რომ ეს არის დაწესებულება, სადაც სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული.
რატი ბრეგაძე:
“მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვა, ოპონენტების მხრიდან, ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო მომსახურების გაწევას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
მოვუწოდებ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბის და კანონმორჩილი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლივ თავდასხმის შეწყვეტისაკენ.”
როგორც ხედავთ, მინისტრმა ბრძანა, რომ უნდა შეწყდეს ლანძღვა და თუ რამე ტიპის დესტრუქციულ ქმედებას ექნება ადგილი, სააკაშვილს ისევ დააბრუნებენ ციხის საავადმყოფოში. როგორც ჩანს, ეს ის ფასია, რომელიც ოპოზიციამ სააკაშვილის სიცოცხლისთვის უნდა გაიღოს “ქართული ოცნებისთვის.”
კომენტარები